მექანიკური სისტემების საიტ ინჟინერი
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკური სისტემების საიტ ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ. კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
- HVAC სისტემების — გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია — მონტაჟის კონტროლი;
- წყალმომარაგების, წყალარინების და სახანძრო სისტემების სამუშაოების კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
- საინჟინრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია;
- ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- სამუშაოების ვადებისა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი;
- პროექტის მენეჯერთან, დიზაინერებთან და სხვა საინჟინრო მიმართულებებთან კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მექანიკის ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- MEP სისტემებისა და სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;
- ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- საინჟინრო სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი.
დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე ან დაგვიკავშირდით
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.