9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

0MYFYPPJ 27 Ağu tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია

ტექნიკური სამსახურის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 24 Eyl tarihine kadar başvurun

შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე “სითი მოლის” ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70 სამუშო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები: - სითი მოლის, გლდანი მოლის და სითი თაუერის სრული ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; - აღნიშნულ ობიექტებზე ტექნიკური საშუალებების გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი; - სამუშაო სივრცეების მუდმივ მონიტორინგი; რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება, მათ შორის საფრთხის შემცველი ტექნიკური საშუალებების გამოვლენა და აღრიცხვა; - საინჟინრო, სახანძრო და ელექტრო გაყვანილობების უსაფრთხოების დაცვა, გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა, ავარიულ შემთხვევებში დროული რეაგირება; - მესამე პირებთან, მათ შორის მოიჯარეებთან, მუდმივ კომუნიკაცია, მათი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და აღნიშნულის მიზნით შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა; - დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური გუნდის კომპეტენციების განსაზღვრა, შესრულებული სამუშაოების შესრულების კონტროლი. კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება; - ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა, განაწილება და კონტროლი; დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და დროული რეაგირება; - ობიექტებზე ჩასატარებელი სარემონტო-სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სრული პროცესის მართვა, მათ შორის კონტრაქტორების მოძიება, შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა, შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფა; - საინჟინრო ან სარმონტო/სამონტაჟო ნახაზების, ასევე შეთანხმებული პირობების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმებას; - საიჯარო ფართ(ებ)ის მოიჯარეებისთვის გადაცემის დროს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან საიჯარო ფართის შესაბამისობის მდგომარეობის უზრუნველყოფა და გადაცემის კონტროლი. მოიჯარეების მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელების დროს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და აღნიშნულის მიზნით შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობა; - შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით) - მსგავს პოზიციაზე მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება - გუნდის მართვის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს და დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek