8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

0PEACBKJ 25 Ağu tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

ფაბრიკონი

ფაბრიკონი

მთავარი მემონტაჟე

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
₾2000–3500 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოსა და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. ასევე, ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებისთვის შეიქმნა არაერთი ახალი პროდუქტი ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას, დავხვეწოთ და შევქმნათ ლითონის ფაბრიკაციის ახალი პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის და არსებული სამუშაო პროცესების ეფექტურობას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატებს მთავარი მემონტაჟის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

  • სამშენებლო ობიექტებზე ლითონის ნაკეთობების მონტაჟი
  • ბინის და სადარბაზოს კარის მონტაჟი
  • აივნის მოაჯირის მონტაჟი
  • კიბის უჯრედის მოაჯირის მონტაჟი
  • ჟალუზების და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი

სამუშაო უნარ-ჩვევები:

  • სამონტაჟო ელექტრო ხელსაწყოების გამოყენების უნარი
  • ჩხირით შედუღების გამოცდილება
  • ავტომობილის მართვის გამოცდილება (აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა)

პიროვნული თვისებები:

  • დისციპლინირებულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ბეჯითობა
  • სწრაფი მუშაობის უნარი
  • კეთილსინდისიერება
  • ხელმარჯვეობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელფასი: 2000-3500 ლარი
  • კვებას
  • დაზღვევას
  • FitPass-ს

ადმინისტრაციული დეტალები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00 (შესვენება: 14:00-15:00)
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, რუსუდან ჩხეტიანის 16

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ:

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფაბრიკონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek