ბუღალტერი ფინანსურ დეპარტამენტში
"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კვებას; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
ძირითადი მოვალეობები: - პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და სისტემაში ასახვა; - კომპანიის შემოსავლების პროგრამული აღრიცხვა, ინვოისებისა და დღგ-ის - ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა; - საბანკო და სალაროს ოპერაციების დამუშავება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში; - ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციებს მომზადება და წარდგენა; - მენეჯმენტისთვის ყოველდღიური, ყოველკვირეული რეპორტის მომზადება; - ბუღალტერიასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება
ძირითდი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; - ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel კარგად ცოდნა აუცილებელია); - საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა; - სასურველია სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია უცხო ენების ცოდნა (უპირატესად ჩითვლება თურქული ენის ცოდნა); - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებული, შრომისმოყვარე, პუქტუალური და ენერგიული; - განვითარებაზე ორიენტირებული;
სამუშაო პირობები: - ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება); - გრაფიკი - 09:00-18:00 საათამდე; - ანაზღაურება: 2000-2800 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/lb9Qz
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.