9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

154H973R 3 Eyl tarihinde yayınlandı 85 görüntüleme

GeDe Group

GeDe Group

მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციის მენეჯერი

GeDe Group Dış ilan
Uzaktan Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
₾1800 / ay 4 Eki tarihine kadar başvurun

"GeDe Group" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1800 ლარიდან, გამოცდილებისა და ჩართულობის მიხედვით ადგილმდებარეობა: თბილისი / ნაწილობრივ დისტანციური სამუშაოს შესაძლებლობით.

"GeDe Group" აერთიანებს რამდენიმე განვითარებად მიმართულებას, მათ შორის გერმანიასთან დაკავშირებულ ლოგისტიკას, გერმანული ავეჯისა და პროდუქციის გაყიდვებს, გერმანული საღებავების ბრენდს საქართველოში და სოციალურ-სამეურნეო პროექტს.

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, შემოქმედებით და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება GeDe Group-ის ბრენდებისა და პროექტების ციფრული კომუნიკაციის განვითარებაში.

ეს პოზიცია არ არის მხოლოდ პოსტების გამოქვეყნება. გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა მიმართულების სწორად გააზრება, კონტენტის დაგეგმვა, სოციალური ქსელების მართვა, მოკლე ვიდეოების სისტემური გამოყენება, რეკლამების გაშვება და დაინტერესებული კლიენტებისა თუ მხარდამჭერების მოზიდვაში მონაწილეობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტ-გეგმის შედგენა და შესრულება სხვადასხვა ბრენდისთვის; ** Facebook, Instagram, YouTube და TikTok არხების მართვა; ** მოკლე ვიდეოების დაგეგმვა, დამუშავება და გამოქვეყნება Reels / Shorts ფორმატში; ** Canva-ში მარტივი ვიზუალების, ქავერებისა და პოსტერების მომზადება; ** Meta Business Suite-ის გამოყენება და საბაზისო სარეკლამო კამპანიების მართვა; ** პროდუქტების, მომსახურებებისა და პროექტების სწორად წარმოჩენა; ** კომენტარებსა და შეტყობინებებზე პირველადი, ზრდილობიანი და დროული კომუნიკაცია; ** ვიზუალური მასალების შექმნა — ბანერები, პოსტერები, ქავერები, სარეკლამო კრეატივები და სხვა ** Google Forms / Google Sheets-ის გამოყენება; ** კვირეული ანგარიშის მომზადება შესრულებული სამუშაოებისა და შედეგების შესახებ; ** იდეების შეთავაზება გაყიდვების, ცნობადობისა და ჩართულობის გასაზრდელად.

განსაკუთრებით დაგვაინტერესებს ადამიანი, რომელსაც ესმის როგორც კომერციული მარკეტინგი, ისე ღირებულებითი პროექტების კომუნიკაცია — შეუძლია, ერთდროულად იმუშაოს გაყიდვებზე, ნდობის შექმნაზე და გრძელვადიანი ბრენდის განვითარებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება SMM-ის, კონტენტის ან ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით;
  • Facebook-ის, Instagram-ისა და YouTube-ის სამუშაო პრინციპების ცოდნა;
  • Reels / Shorts ფორმატის გაგება და მოკლე ვიდეოებთან მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი სამუშაო პროგრამების გამოყენების უნარი;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა და ტექსტების წერის უნარი;
  • Meta Business Suite-ისა და რეკლამის საბაზისო ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ვადების დაცვა;
  • სხვადასხვა ტიპის ბრენდთან მუშაობის მოქნილობა;
  • სასურველია ინგლისური ან გერმანული ენის საბაზისო ცოდნა.

რას გთავაზობთ:

  • მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაოს რამდენიმე განსხვავებულ პროექტზე;
  • მოქნილ სამუშაო ფორმატს;
  • ანაზღაურებას 1800 ლარიდან კანდიდატის გამოცდილებისა და ჩართულობის მიხედვით;
  • შედეგზე დაფუძნებული ბონუსების შესაძლებლობას;
  • ზრდისა და პასუხისმგებლობის გაფართოების პერსპექტივას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • საჭიროების შემთხვევაში სამუშაო მივლინებებს გერმანიაში

მცირე საცდელი დავალება, რომელიც მოიცავს:

  • ერთი მოკლე ვიდეოს Reels / Shorts ფორმატში დამუშავებას;
  • ერთი პოსტის ტექსტის მომზადებას;
  • ერთი კვირის მარტივი კონტენტ-გეგმის შედგენა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:

  • თქვენი შესრულებული ნამუშევრის ნიმუში;
  • მოკლე განმარტება, რატომ დაგაინტერესათ ეს პოზიცია;
Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
GeDe Group
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek