8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

17ESS73X 8 Eyl tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

სპორტული ტელევიზია

სპორტული ტელევიზია

სოციალური მედიის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

სპორტული ტელევიზია ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც ჩვენი სოციალური მედიის არხების ყოველდღიურ მართვაზე იზრუნებს.

თუ სპორტი გიყვარს და შეგიძლია მნიშვნელოვანი ამბავი რამდენიმე წუთში საინტერესო კონტენტად აქციო ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვა: Facebook, Instagram, TikTok
  • სპორტული სიახლეებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების სწრაფად მოძიება, დამუშავება და გამოქვეყნება;
  • პოსტების დაგეგმვა, მომზადება და გამოქვეყნება;
  • ვიდეო კონტენტის დამუშავება: ვიდეოების მოჭრა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნება;
  • Reels, Stories, TikTok და სხვა მოკლე ფორმატის კონტენტის შექმნა;
  • სოციალური მედიისთვის შესაბამისი ტექსტების მომზადება;
  • კონტენტის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
  • სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მართვა

მოთხოვნები:

  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
  • Facebook, Instagram და TikTok-ის კარგი ცოდნა;
  • Meta Business Suite-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა;
  • ვიდეოების მარტივად და სწრაფად დამუშავების უნარი;
  • სწრაფ ტემპში მუშაობის და დროული რეაგირების უნარი;
  • წერის უნარი;
  • სპორტის მიმართ ინტერესი და მიმდინარე სპორტული მოვლენების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი.

სამუშაო პირობები:

  • ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი;
  • დინამიკური და საინტერესო სამუშაო გარემო;
  • სპორტის სფეროში განვითარებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ:

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სპორტული ტელევიზია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek