8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1A40K5E8 16 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

Hean Cosmetics Georgia

Hean Cosmetics Georgia

კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾800 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

"HEAN Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

"HEAN" - არის პოლონური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 40 წელზე მეტია ქმნის ხარისხიან და თანამედროვე დეკორატიულ კოსმეტიკას. პროდუქციის 95% -ზე მეტი რეცეპტურა შექმნილია ბრენდის მიერ, ხოლო 65% ვეგანური ფორმულებით იწარმოება.

"HEAN"-ის პირველი კონცეპტუალური სტენდი დიდი დიღმის გუდვილში გაიხსნა, ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ადგილზე დატესტოს ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
  • სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე
  • სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის გუდვილი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო სტენდის მოწესრიგება;
  • პროდუქციის გაყიდვა;
  • მარაგის აღრიცხვა და პერიოდული კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • დეკორატიული კოსმეტიკის ცოდნა და სიყვარული არის მთავარი მოთხოვნა
  • ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "გაყიდვების კონსულტანტი HEAN".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Hean Cosmetics Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek