LINUX-ის LPIC-1 კურსი
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ასოციაცია გრენას საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
- მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
- სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში
- სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
- მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
- ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა მარშალ გელოვანის 23, კორპუსი 6, პირველი სართული ტელ: ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/ ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა 2012 წლიდან არის Linux Professional Institute-ს პირველი ოფიციალური აკადემიური პარტნიორი საქართველოში. Linux Professional Institute არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც Linux-ისა და Open Source ტექნოლოგიების ცოდნის გლობალურ სტანდარტს ადგენს. გრენას აკადემია აცხადებს მიღებას Linux-ის LPIC-1 კურსზე.
LPIC-1 გათვლილია Linux-ის დამწყები ადმინისტრატორებისათვის. ამ კურსის გასავლელად არ მოგეთხოვებათ Linux-ის წინასწარი ცოდნა. სტუდენტი შეიძენს Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნას და უნარ-ჩვევებს.
კურსის დაწყების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2026
კურსის ლექტორი: თემურ მაისურაძე, სერტიფიცირებული, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინსტრუქტორი კურსის ხანგრძლივობა: 3.5-4 თვე ლექციების სიხშირე: კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 17:00-19:00 საათი) დასწრების ფორმა ფიზიკური: (17 ადგილი) დისტანციური: (10 ადგილი) ლექციების ჩატარების ადგილი: მარშალ გელოვანის 23, კორპუსი 6, პირველი სართული კურსის ღირებულება: 1200 ლარი (20% ფასდაკლება სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის) კურსის საუკეთესო სტუდენტს დაუფინანსდება LPIC-1 გამოცდა გრენას Pearson VUE საგამოცდო ცენტრში. ლექციების ჩატარების ენა: ქართული (ინგლისურენოვანი კომპონენტებით, სასწავლო მასალა არის ინგლისურ ენაზე) კურსის სილაბუსი: Course syllabus
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://grena.ge/course/lpic1
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.