8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1K71EKF4 31 Ağu tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

Fibercell Technologies

Fibercell Technologies

PE-XA მილების გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 30 Eyl tarihine kadar başvurun

Fibercell Technologies აცხადებს ვაკანსიას PE-XA მილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს მუშაობის გამოცდილება მილსადენების სისტემების, პოლიმერული მილების ან მომიჯნავე სამშენებლო სფეროებში.

ძირითადი მოვალეობები: - ნაკერი პოლიეთილენის (PE-XA) მილების გაყიდვების ზრდა და განვითარება. - არსებულ კლიენტებთან მუშაობა და ახალი კლიენტების მოზიდვა. - მოლაპარაკებების წარმოება დისტრიბუტორებთან, სამშენებლო და სამონტაჟო კომპანიებთან, დამპროექტებთან - პროდუქციის შერჩევა ობიექტის და კლიენტის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. - კომერციული წინადადებების მომზადება, ღირებულების გაანგარიშება და გარიგებების მართვა ხელშეკრულების გაფორმებამდე. - შეკვეთების შესრულების კონტროლი და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება. - ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი. - პროდუქციის პოპულარიზაციასა და კლიენტთა ბაზის გაფართოებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - PE-XA მილების ან ანალოგიური პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება. - ან გამოცდილება მომიჯნავე მიმართულებებში: პოლიმერული მილები, საინჟინრო სისტემები, გათბობა, წყალმომარაგება, იატაკის გათბობა, სანტექნიკა, სამშენებლო მასალები, მილსადენის არმატურა. - მილების ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სფეროების ცოდნა. - სასურველია PE-XA და PERT ტექნოლოგიებს შორის განსხვავებების და მათი საექსპლუატაციო თავისებურებების ცოდნა - B2B გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება. - ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და კომერციულ წინადადებებთან მუშაობის უნარი. - დამოუკიდებლობა, სისტემურობა და შედეგზე ორიენტირებულობა. - რუსული ენის ცოდნა

პრიორიტეტი მიენიჭება - სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში საკუთარი კლიენტების ბაზის ქონას. - საბითუმო კომპანიებთან და დისტრიბუტორებთან მუშაობის გამოცდილებას. - საპროექტო ორგანიზაციების მეშვეობით გაყიდვებისა და ობიექტების დაკომპლექტებაში მონაწილეობის გამოცდილებას. - ტექნიკურ განათლებას. - გათბობის, წყალმომარაგებისა და საინჟინრო კომუნიკაციების ბაზრის ცოდნას.

კომპანია გთავაზობთ: - მუშაობას პროფესიონალურ ტექნიკურ პროდუქციასთან. - კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + % გაყიდვებიდან. - საკუთარ შემოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. - მუშაობას პერსპექტიულ მიმართულებაზე და კლიენტთა ბაზის განვითარებას. - ოფიციალურ გაფორმებას და მოტივაციის გამჭვირვალე სისტემას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Fibercell Technologies
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek