წარმოების დაგეგმვის მენეჯერი
ფაბრიკონი აცხადებს ვაკანსიას წარმოების დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაქვთ ანალიტიკური აზროვნება, წარმოების პროცესების მართვის გამოცდილება და გსურთ საწარმოს ეფექტიანობის ზრდაში წვლილის შეტანა — გელოდებით.
ფუნქციები და მოვალეობები - საწარმოს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი დატვირთვის კონტროლი, ანგარიშგება და მასთან დაკავშირებული საკითხების ინიცირება - პროექტებისა და პროდუქტების შრომითი დანახარჯების შეფასება და ანგარიშგება - პროდუქტების წარმოების შრომითი დანახარჯების ნორმების მონიტორინგი და სრულყოფა - წარმოების ყოველდღიური და საშუალოვადიანი გეგმების შედგენა, ვადების მართვა - მოხელეების დღიური ანგარიშების კონტროლი, სტატუსების გადამოწმება და სისტემაში ასახული ინფორმაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან თანხვედრის უზრუნველყოფა - წარმოებაში ჩასაშვები პროდუქტების წარმოების ციკლის წინასწარი შეფასება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და დაგეგმვა - მოხელეების მიერ ინიცირებული საკითხების მართვა - მოხელეებისა და საწარმოო უბნების ეფექტიანობის შეფასება, ანალიზი და ანგარიშგება - მოხელეების ვაკანსიების ინიცირება და შერჩევის პროცესში მონაწილეობა - მიმდინარე შეკვეთებისთვის საჭირო მარაგების კონტროლი, შესყიდვების ინიცირება
მოთხოვნები - ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები - ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა - კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი - მსგავსი მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილება - ტექნიკური უნარები: Excel-ის ცოდნა, ERP/MRP სისტემებთან (მაგ. 1C, SAP) მუშაობის გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
ბენეფიტები - კვება - ჯანმრთელობის დაზღვევა - ფიტპასი
როგორ მოგვმართოთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV.
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. რეზიუმე გამოგზავნილი უნდა იყოს მშობლიურ ენაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.