8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1R4HCDQC 15 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

სასტუმრო ეპიზოდი

სასტუმრო ეპიზოდი

დაცვის თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Güvenlik
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიკური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41 სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ყოველი მეოთხე დღე. 24 საათიანი ცვლა ბენეფიტები: კვება/დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • განსაზღვრულ პერიმეტრზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
  • თანამშრომელთათვის მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა;
  • კამერების მეთვალყურეობა;
  • სასტუმროში არსებული ყველა წესის დაცვის უზრუნველყოფა;
  • ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ - "დაცვის თანამშრომელი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტელსმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სასტუმრო ეპიზოდი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek