9.776 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

20Y5QKJ3 9 Eki tarihinde yayınlandı 25 görüntüleme

Oturum açın ve başvurun
Görüşülür 3 Kas tarihine kadar başvurun
Resmi sözleşme · ilanda

Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →

"Dასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" აცხადებს HR სტაჟიორის ვაკანსიას ქ. ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჯავახიშვილის ქ. №83ა

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 (სამი) თვე, მოქნილი გრაფიკი.

ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?

ჩვენ ვიწვევთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ დამწყებ HR-ებს და HR-ით დაინტერესებულებს ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან! მათ, ვისაც სურთ შეისწავლონ პრაქტიკაზე დაფუძნებული HR პრინციპები, გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანიის HR გამოცდილებას და გახდნენ HR გუნდის წევრები.

შენგან ველოდებით მხოლოდ მოტივაციას, აქტიურობას, პოზიტივს და შემოქმედებითობას!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 02 ნოემბერი, 2026 წელი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz