9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

21WG0Y8G 31 Ağu tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

სადაზღვევო კომპანია უნისონი

სადაზღვევო კომპანია უნისონი

ჰოსპიტალური სადაზღვევო შემთხვევების მართვის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით „უნისონის“ გუნდს.

სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას ჰოსპიტალური სადაზღვევო შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში; - ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა დაზღვეულისთვის განხილული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. - დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა დაზღვეულისგან ან/და კლინიკისგან; - დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში; - ჰოსპიტალური შემთხვევების რეგულირება და მართვა (მათ შორის საგარანტიო წერილების მომზადება) ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. - დაზღვეულის მიერ არაპროვაიდერ კლინიკაში, გეგმიური/გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების მიღების შემდგომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და პროგრამულად ასახვა - გეგმიურ ჰოსპიტალურ შემთხვევებზე შემოსული წერილების განხილვა და უარის შემთხვევაში დასაბუთებული პასუხის მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის ვიზირებით

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; - იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - კომუნიკაციის უნარი; - გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელექტრონულ მისამართზე და და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ჰოსპიტალური სადაზღვევო შემთხვევების მართვის მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. „უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ! სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სადაზღვევო კომპანია უნისონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek