9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

27KQQDW2 10 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ჯგუფის მენეჯერი - დასავლეთ საქართველო

Kutaisi Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის (დასავლეთ საქართველო) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე; სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
  • საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
  • ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში ჩართულობის შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის მართვა, გაყიდვების მიზნების გაცნობა, შედეგების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;
  • გაყიდვების სტიმულირება, კონკურენტების და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება;
  • გეგმის შესრულების კონტროლი, შედეგების ანალიზი, სამუშაო პროცესების დაგეგმვა საუკეთესო შედეგების მიღწევის მიზნით;
  • პრობლემური სიტუაციების ანალიზი და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა, გამოსწორების გზების ინიციირება;
  • ყოველდღიური რეპორტინგის გაცნობა, ანალიზი და უკუკავშირი;
  • გუნდის წევრების სამუშაო პროცესში ჩართულობის მეთვალყურეობა;
  • გუნდის მხარდაჭერა საქმიანობისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაში;
  • სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების ინიციირება/დაგეგმვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • მართვის მოწმობის ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინიციატივიანი;
  • პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი.

კომპანია "ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.

თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek