8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2BZS648J 15 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

Ave.New-ახალი გამზირი

Ave.New-ახალი გამზირი

მშენებლობის ზედამხედველი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 13 Eki tarihine kadar başvurun

დეველოპერული კომპანია შპს ,,ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ’’ -ი Ave.New -ახალი გამზირი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მშენებლობის ზედამხედველი

მოვალეობები: - გაეცნოს და შეისწავლოს სამშენებლო პროექტი, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტები და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესები; - ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები; - აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები; - მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა; - ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს; - აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები; - მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა; - გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; - მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს; - დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება; - დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი; - სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს; - აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები; - ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით; - მინიმუმ ერთი დასრულებული მრავალბინიანი პროექტის მართვის გამოცდილება; - აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა; - სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი; - ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა; - დეტალებზე ორიენტირების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დროის მართვის უნარი; - პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; - ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - მოქნილობა ცლილებების მიმართ.

გთხოვთ,დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV აღნიშნულ მეილზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Ave.New-ახალი გამზირი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek