9.768 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

2DTXM9SM 20 Eki tarihinde yayınlandı 14 görüntüleme

პროდუქციის შემგროვებელი

გეფა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Diğer
Orijinal ilana devam edin ↗
Görüşülür 21 Kas tarihine kadar başvurun
Resmi sözleşme · ilanda

სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს "გეფა" ჯორჯია კაპიტალის (GCAP) ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას" ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.

"გეფა", როგორც დამსაქმებელი, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს ისეთ კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

კომპანიის გუნდში ვეძებთ ტალანტს, პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?!

  • დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს;
  • ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
  • კვების დაფინანსებას;
  • სატრანსპორტო მომსახურება (სარაჯიშვილის მეტროდან).

ჩვენი სამუშაო პირობებია!

  • ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; 10:00-19:00 ან 11:00-20:00;
  • მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13; ეველინა თავაძის 14 (ყოფილი ფეიქრების 14);
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია გამომუშავებაზე.

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

  • შეკვეთების მომზადება ფაქტურების მიხედვით;
  • დროულად და უშეცდომოდ პროდუქციის აგროვება პორტატული ხელის კომპიუტერის საშუალებით;
  • ჩაბარებული სექტორის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა.

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?!

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საშუალო განათლება.

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება.

თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@gepha.com (გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება) ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50

"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

  • კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
  • დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz