უფროსი გაყიდვების მენეჯერი / სეილს გუნდის ლიდერი
"ABA Auto " აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის / სეილს გუნდის ლიდერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა და მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება
- გუნდის ყოველდღიური საქმიანობის, ოპერაციული და მენეჯერული საკითხების გაძღოლა
- გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
- პროცესების ოპტიმიზაცია და მიმდინარე საკითხების ეფექტური მართვა
- ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში უფროს (Senior) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდის ან პროცესების მართვის (Management) გამოცდილება
- ძლიერი ლიდერული და მოლაპარაკების წარმოების უნარები
- შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 - 19:00 სთ
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 24გ
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი (2 000 - 6 000 ლარი)
განაცხადის მიღება:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის დართვა აუცილებელია) ელფოსტაზე.
სათაურის ველში მიუთითეთ - "Senior Sales Manager".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.