9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2GBZHRB5 2 Eyl tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

ზუმერი

ზუმერი

ქოპირაითინგისა და ბლოგინგის სტაჟიორი

ზუმერი Dış ilan
Tiflis Staj Pazarlama / Halkla İlişkiler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

Zoommer-ის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდება ქოპირაითინგისა და ბლოგინგის სტაჟიორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ: თუ გიყვარს სიტყვებით თამაში, შეგიძლია რთული თემები მარტივ, საინტერესო ისტორიებად აქციო და გსურს მიიღო რეალური გამოცდილება მარკეტინგსა და კონტენტ მენეჯმენტში შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობა ზუმერში.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი / ჰიბრიდული (შეთავსებადია სწავლასთან) სტაჟირება მაქსიმუმ 6 თვე ანაზღაურებადი

ძირითადი მოვალეობები: - ბრენდის ტონალობის (Tone of Voice) მორგებით ბლოგ-პოსტებისა და სტატიების წერა; - სხვადასხვა თემაზე მასალების მოძიება და სრულიად ახალი, ორიგინალური სტატიების შექმნა ნულიდან; - ინგლისურენოვანი სტატიებისა და რესურსების გამართულად თარგმნა/ადაპტირება ქართულად და პირიქით; - არსებული ტექსტების რედაქტირება და გამართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აქტიური სტუდენტის სტატუსი, უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, ფილოლოგიის მომიჯნავე სფეროს სტუდენტებს; - ქართული ენის სრულყოფილი, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული ფლობა; - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა [წერა/თარგმნა]; - ბრენდის ხასიათის ათვისებისა და ტექსტის შესაბამისად მორგების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და კვლევის [Research] უნარი.

რას გთავაზობთ: - რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას გამოცდილ გუნდთან ერთად; - მოქნილ გრაფიკს, რომელიც მარტივად ეთავსება უნივერსიტეტის ცხრილს; - პროფესიულ ზრდასა და პორტფოლიოს გამდიდრებას; - სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას. - დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/jly5Dz2QHT

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ზუმერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek