8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2QYQMSA7 31 Ağu tarihinde yayınlandı 63 görüntüleme

პრაიმ ბეტონი

პრაიმ ბეტონი

ხარისხის კონტროლის ინსპექტორი

Poti Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლის ინსპექტორი სამუშაო ადგილი: ფოთი (ფოთის პორტის მშენებლობა) სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზოვბთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით; - სამშენებლო სექტორში და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - სასურველია ბეტონთან მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა; - MS Office პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები: - ხარისხის კონტროლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირების განხორციელება; - ბეტონის, არმირების, ყალიბების, ხიმინჯების, მიწის სამუშაოებისა და სხვა სამშენებლო პროცესების ყოველდღიური ინსპექტირება; - საველე და ლაბორატორიული ტესტირების პროცესების მონიტორინგი და შედეგების დაფიქსირება; - აღმოჩენილი შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება, ხარისხის კონტროლის მენეჯერის ინფორმირება და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; - სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა პროექტის სპეციფიკაციის/მეთოდოლოგიის შესაბამისად; - ნახაზების შესაბამისად სამუშაოების შემოწმება; - სატესტო ლაბორატორიასთან კონტაქტი და კოორდინაცია; - დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის მომზადება საველე პირობებში და მიღებული შედეგების ასახვა ელექტრონულად; - რეპორტინგის მომზადება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და პროექტის გუნდთან; - დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება; - პროექტის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის დადგენა და ნებისმიერი კრიტიკული საკითხის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; - სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; - გამართული კომუნიკაციის უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელ.მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პრაიმ ბეტონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek