გაყიდვების მენეჯერი
ვინ ვართ ჩვენ ?
All Service Group არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.
ამ ეტაპზე All Service Group აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 116, დიდუბე პლაზა (მე 3 სართული) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო პირობები:
- გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების პერიოდი 3-6 თვე, ანაზღაურება 1300 ლარი (NET). მხოლოდ ფიქსირებული.
- გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ანაზღაურება- ფიქსირებული 1000 ლარი (NET) + საბონუსე სისტემა
- ყოველთვიური საკომისიო, საბონუსე სისტემა, კვარტალური ბონუსები;
- ჯგუფის წევრების საშუალო ანაზღაურება 1500-3000 ლარი, ყოველთვიურად მზარდი
- შეხვედრებისთვის კომპანიის ავტომობოლით უზრუნველყოფა;
- კორპორატიული ნომრით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის გაკეთება/წარდგენა;
- მომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმება/მოწესრიგება;
- ყოველთვიური/კვარტალური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, გაყიდვების მიმართულებით მცირე სამუშაო გამოცდილება.
- საოფისე პროგრამებთან (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
საჭირო მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება/მართვის უნარ-ჩვევები;
- მართვის მოწმობა
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.