8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2RCEPV7G 15 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

კრედო ბანკი

კრედო ბანკი

ავტო პრობლემური სესხის ოფიცერი

Kutaisi Tam zamanlı Finans / Muhasebe
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 5 Eki tarihine kadar başvurun

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო პრობლემური სესხის ოფიცერი (PD) - ქუთაისში,

სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამოქმედო ტერიტორია: სამეგრელო ზემო-სვანეთი -იმერეთი კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; - სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; - პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; - კორპორატიულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. - გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა: - დავალიანების დაფარვის მიზნით ვადაგაცილებაში მყოფ მსესხებლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი. - ვადაგაცილებაში მყოფ მსესხებლისთვის შესაბამისი გაფრთხილების წერილის გაგზავნა. - საქმის მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროდან გირავნობის მოწმობის აღების მიზნით და გირავნობის მოწმობის აღება; - სააღსრულებო ბიუროსთან წარმომადგენლობა; - ძებნაზე მყოფი დაგირავებული ავტომანქანის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი ძებნა/დაკავების ორგანიზება; - დაკავებული ავტომანქანის ტრანსპორტირების ორგანიზება კონტრაქტორ საჯარიმო სადგომზე და შეფასებისათვის საჭირო ფოტოსურათების გადაღება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: - უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება); - სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე); - ლოგიკური აზროვნების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; - მართვის მოწმობა; - სასურველია ავტომობილის ყოლა; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. განცხადების მიღების ვადა: 5 ოქტომბერი, 2026 წელი. #გახდიკრედოელი

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კრედო ბანკი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek