8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2VWNJHP6 11 Eyl tarihinde yayınlandı 76 görüntüleme

საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ

საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ

აღმზრდელის ასისტენტი

Tiflis Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
₾1000–1200 / ay 12 Eki tarihine kadar başvurun

საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე.

თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა.

აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად, თვეში 1000-დან 1200 ლარამდე საზღვრებში.

საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
  • აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
  • აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
  • კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
  • სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
  • ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • პროფესიული ან/და ზოგადი განათლება;
  • სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
  • რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მზრუნველობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek