საწყობის აღმრიცხველის ასისტენტი
ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს საწყობის აღმრიცხველის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობიდან მასალების გაცემა/დაბრუნებისა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
- მონაცემების ასახვა MS Excel-ის ბაზაში.
- ავტომობილების საწვავის ხარჯვის მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
- პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) დახარისხება და ბუღალტერიისთვის რეპორტინგში დახმარება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესი, ეკონომიკა, ლოჯისტიკა ან მომიჯნავე სფერო).
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.
- MS Excel-ის საბაზისო/საშუალო დონეზე ფლობა.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და სწავლის სურვილი.
პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
- ლოკაცია: ოფისი, ადგილზე
- ანაზღაურება: ფიქსირებული + კარიერული ზრდის პერსპექტივა.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ ან დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.