9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2WB73B46 16 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

One Point

One Point

საწყობის ცვლის ლიდერი

One Point Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" ეძებს პარტნიორი ორგანიზაციისთვის საწყობის ცვლის ლიდერი (სატრანსპორტო მიმართულებით).

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობისა და სატრანსპორტო პროცესების ეფექტურ მართვას, თანამშრომლების კოორდინაციას და ოპერაციების შეუფერხებელ მიმდინარეობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • მძღოლების და სატრანსპორტო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • მძღოლების სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • სატვირთო ავტომობილების მარშრუტების დაგეგმვა და ILOS სისტემაში ასახვა;
  • პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სატვირთო ავტომობილების ოპერატიული ჩანაცვლება;
  • ავტოპარკისა და სატვირთო ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, გეგმური შეკეთებების დაგეგმვა და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
  • მძღოლების სამუშაო გრაფიკებისა და შვებულებების დაგეგმვა, მუშაობის მონიტორინგი და Kisoft-ისა და DQMP-ის პროცედურებზე ტრენინგი;
  • მარშრუტების პერიოდული ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო რესურსების (საწვავი, საბურავები და ა.შ.) დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
  • სატრანსპორტო ქვეკონტრაქტორების მოძიება, პირობების განხილვა და ტენდერების ორგანიზება;
  • საწყობისა და ტრანსპორტის მიმართულებით KPI-ების ანგარიშგება და შესრულების მონიტორინგი;
  • HACCP, GMP, QIP და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელობისთვის მიმდინარე პროცესების, პრობლემებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მოთხოვნები:

  • საწყობის, ლოჯისტიკის ან ავტოპარკის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, სასურველია საკვები პროდუქტების სფეროში;
  • საწყობის თანამშრომლებისა და მძღოლების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
  • ავტოპარკისა და სატრანსპორტო პროცესების მართვის გამოცდილება;
  • სასაწყობო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ლიდერული უნარები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასაწყობო აღრიცხვის ან ლოჯისტიკურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვების თანხას;
  • სატელეფონო ლიმიტს;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორაციულ პირობებს.

სამუშაო ადგილი: ლოჭინის ხევი, თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
One Point
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek