სტალკერი/მკვლევარი
"ფინჰაბ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სტალკერის (მკვლევარის) პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ბაზებიდან მონაცემების მოძიებას, გადამოწმებასა და სტრუქტურირებულ დამუშავებას.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ #49/49 ბ; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი,10:00 -18:00; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები - ღია და სპეციალიზებული წყაროებიდან, ციფრული ბაზებიდან და სოციალური მედიიდან საჭირო მონაცემთა მოძიება და დამუშავება; - მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, გაანალიზება და სტრუქტურირებული ანგარიშების მომზადება; - მონაცემებს შორის ფარული კავშირებისა და კანონზომიერებების გამოვლენა; - ინფორმაციის მოძიების პროცესში საქართველოს კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ანალიტიკური აზროვნება, კომპლექსური მონაცემების გაანალიზებისა და ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი; - საძიებო სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ონლაინ ინსტრუმენტების სიღრმისეული ფლობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - მოპოვებული მონაცემების ზუსტი აღრიცხვა და მოწესრიგება; - გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://finhub.selfrecruit.ge/s/F8gZq
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.