8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

31TJ74D0 16 Eyl tarihinde yayınlandı 37 görüntüleme

SOLVIT

SOLVIT

სტაჟირება - IT პროექტების მენეჯერი

SOLVIT Dış ilan
Tiflis Staj Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "სოლვითი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. იგი ორიენტირებულია, მჭიდრო და მყარი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან, ასევე IT ვენდორებთან.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/

კომპანია "სოლვითი" აცხადებს სტაჟირებას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნ. ბოხუას #4 სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კეთილგანწყობილ და მეგობრულ სოციალურ გარემოს;
  • შენს სწავლებასა და განვითარებაზე ზრუნვას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის დეტალური გეგმების შემუშავება მენეჯმენტთან ერთად;
  • პროექტის ორგანიზება და ვადების კონტროლი.
  • რესურსების ხელმისაწვდომობის და განაწილების უზრუნველყოფა.
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან.
  • კლიენტებთან მყარი ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • თითოეული პროექტის დროულად მიწოდება ბიუჯეტისა და მოცულობის ფარგლებში.
  • კოორდინაციის გაწევა თანამშრომლებისთვის და პროცესებისთვის, პროდუქტების დროულად მიწოდების და სასურველი შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად.
  • პროექტის შესრულების გაზომვა, შესაბამისი სისტემების, ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და პროექტების მართვის მიმართულებით კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენა (B2).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტაჟიორი - IT პროექტების მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
SOLVIT
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek