9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

31VHV2R4 4 Eyl tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

გერგილი

გერგილი

უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 5 Eki tarihine kadar başvurun

გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე) შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების, ასევე სხვა ტექნიკური გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების გადამოწმება/ანალიზი და პროექტებთან შესაბამისობის დადგენაში გუნდის მხარდაჭერა;
  • საველე გასვლებში და საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, პროექტისთვის საჭირო საბაზისო მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ჩანაწერების/ფოტომასალის ორგანიზება;
  • საჭიროებისამებრ, პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემების მოძიება-დამუშავებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკოლოგიის, გეოგრაფიის, გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებით, ან სპეციალიზაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, ჰიდროლოგია ან ატმოსფერული ჰაერის დაცვა;
  • გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და რეგლამენტებთან მუშაობის გამოცდილება, ან შესაბამისი მიმართულებით მიღებული აკადემიური ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და აკადემიური წერის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2 დონე);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს მრავალმხრივი და პრაქტიკული გამოცდილება გარემოსდაცვითი კონსალტინგის სფეროში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გერგილი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek