უფროსი ვიდეო ედიტორი
Social Pulse Agency აცხადებს ვაკანსიას უფროსი ვიდეო ედიტორის პოზიციაზე.
სამუშაო ფორმატი: Remote
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედიისთვის მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტის მონტაჟი;
- სარეკლამო ვიდეოების, Reels-ის, Shorts-ისა და სხვა ციფრული კონტენტის შექმნა;
- კრეატიული კონცეფციების ვიზუალურად განხორციელება;
- ფერის კორექცია, აუდიოს დამუშავება, Motion Graphics-ისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენება;
- პროდუქტის, ბრენდისა და სამშენებლო პროექტების პრეზენტაციული ვიდეოების შექმნა;
- ვიდეო კონტენტის ოპტიმიზაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის;
- კონტენტის ხარისხის კონტროლი და თანამედროვე ტრენდების დანერგვა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უფროსი ვიდეო ედიტორის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია Adobe Premiere Pro-ისა და Adobe After Effects-ის სრულყოფილი ცოდნა;
- Motion Graphics-ისა და ანიმაციის შექმნის გამოცდილება;
- ფერის კორექციისა და აუდიო დამუშავების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
- სოციალური მედიის თანამედროვე ვიდეო ფორმატებისა და ტრენდების სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კრეატიული აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის გამოცდილება;
- სწრაფ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.