8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

36P9CWQT 4 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
₾1875 / ay 3 Eki tarihine kadar başvurun

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

გრაფიკი: სრული დარიცუხლი ანაზღაურება: 1875 ლარი (თვიური) + გამომუშავებული ბონუსი (კვარტლური)

პასუხისმგებლობები: - კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა; - სხვადასხვა სახის კორპორაციული დაზღვევის პროდუქტების შეთავაზებების დამუშავება და კლიენტის საჭიროებებთან მაქსიმალური დაახლოვება; - კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და სადაზღვევო კონტრაქტების გაფორმების უზრუნველყოფა; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან/და სადაზღვევო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით (მათ შორის საცალო მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური; - სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული); - Microsoft Office-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jvujgMHc

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek