მომსახურე პერსონალი
კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში", დ. აღმაშენებლის #213-ში, ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო დრო: კვირაში 4 დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
- დასვენება: კვირაში 3 დღე, ცვლის მიხედვით.
პოზიციის მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
- პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება.
- მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
- უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია
რატომ ჩვენთან:
- განვითარების შესაძლებლობა
- უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის
- კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
იმისთვის რომ გაადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მომსახურე პერსონალი".
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.