8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

390XJ1JB 14 Eyl tarihinde yayınlandı 23 görüntüleme

İşveren

İşveren

სამშენებლო სამუშაოების პროექტის მენეჯერი

İşveren Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოების პროექტის მენეჯერის/კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული; სამუშაო ადგილი: თბილისი (ვიზიტი რეგიონებში); ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ამოცანები:

  • სამშენებლო პროექტების მართვა და კოორდინაცია;
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკურ ზედამხედველებთან, ინჟინრებთან და კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • დამკვეთთან კომუნიკაცია და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • სამუშაოების დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • სამშენებლო პროცესში წარმოშობილი საკითხებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის კოორდინაცია;
  • პროექტის მონაწილეებს შორის ინფორმაციისა და დავალებების ეფექტური კოორდინაცია;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და შეთანხმებული პირობების კონტროლი;
  • შეხვედრების ორგანიზება და პროექტის მონაწილეებთან სამუშაო საკითხების განხილვა;
  • სამშენებლო დოკუმენტაციისა და პროექტის მასალებთან მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • სამშენებლო პროექტების მენეჯერის/მმართველის, პროექტის კოორდინატორის, ტექნიკური ზედამხედველის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • AutoCAD-ის ან სხვა საპროექტო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის კარგი უნარები;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამშენებლო სამუშაოების პროექტის მენეჯერის/კოორდინატორი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
İşveren
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek