უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun
"სფეის კარგო" საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს სთავაზობს.
პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი სამუშაო ადგილი: პეტრე იბერის ქ. 6, დიდი დიღომი, თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00 (1 საათი შესვენება).
ძირითადი მოვალეობები
- შემოსული ტვირთებისა და ამანათების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- ამანათების ფიზიკური გადაადგილება და მომხმარებლებისთვის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მიღებული ამანათების სიების დამუშავება;
- საწყობის პერიოდული აღწერა და მარაგების კონტროლი;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
- ფიზიკური დატვირთვისადმი მზაობა;
- სხვადასხვა წონის ამანათებისა და ტვირთების უსაფრთხოდ აწევისა და გადაადგილების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება და ბონუსი
- პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში;
- 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში;
- დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.
განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ წერილის სათაურში შემდეგი ფორმულირებით: "დიღომი — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი".
გთხოვთ, ზუსტად მიუთითოთ სათაური, რათა შესაძლებელი იყოს თქვენი განაცხადის დროული იდენტიფიცირება.