← Tüm iş ilanları

3C2SRVH9 20 Kas tarihinde yayınlandı 24 görüntüleme

ტექნიკური სპეციალისტი/მემონტაჟე

HR Line Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Diğer Teknisyen
Görüşülür Oturum açın ve başvurun

20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun

Resmi sözleşme · ilanda

"HR LINE" ერთ-ერთი კომპანიისთვის, თბილისში, ეძებს ტექნიკურ სპეციალისტს (მემონტაჟე)

პროექტის შესახებ

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში, დაახლოებით 100-მდე რეზერვუარზე თანამედროვე საზომი სენსორების მონტაჟს.

პროექტის ფარგლებში ტექნიკური სპეციალისტები ჩაერთვებიან სენსორებისა და შესაბამისი მოწყობილობების მონტაჟის, გამართვისა და ტესტირების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები

  • რეზერვუარებზე სენსორებისა და შესაბამისი მოწყობილობების მონტაჟში მონაწილეობა;
  • სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
  • მოწყობილობების მონტაჟის და გამართვის პროცესში მონაწილეობა;
  • სენსორების მუშაობის შემოწმება და ტესტირება;
  • დამონტაჟებული მოწყობილობების გამართულობის კონტროლი;
  • ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა და მათი შესახებ პროექტის ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკური განათლება ან შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება;
  • ელექტრონიკის, ელექტროობის, მექანიკის ან ავტომატიკის საბაზისო ცოდნა;
  • ტექნიკურ მოწყობილობებთან და ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური ნახაზებისა და ინსტრუქციების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
  • ტექნიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების სწრაფად ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება:

  • სენსორებთან და საზომ მოწყობილობებთან მუშაობაში;
  • ელექტრომონტაჟში;
  • ინდუსტრიულ ავტომატიკაში;
  • საწარმოო ან ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობაში.

სამუშაო პირობები

  • პროექტის ხანგრძლივობა პირველ ეტაპზე: 6-8 თვე;
  • სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად, სამონტაჟო გრაფიკის შესაბამისად;
  • რეგიონში მუდმივად გადასვლა საჭირო არ არის — ადგილზე ყოფნა გათვალისწინებულია სამონტაჟო სამუშაოების პერიოდში;
  • კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ყველა სამივლინებო ხარჯს;
  • პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება მუდმივი ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი თანამშრომლობა.

თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურება

განიხილება თანამშრომლობის ორი ალტერნატიული ფორმა:

1. მუდმივი დასაქმება - შრომითი ხელშეკრულება და ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება. 2. პროექტზე დაფუძნებული თანამშრომლობა, თითოეული დასრულებული მონტაჟისთვის განსაზღვრული ანაზღაურებით.

თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება კანდიდატის სურვილისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შერჩევის შემთხვევაში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას შემდგომი განხილვის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz