8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3C4XCSZA 16 Eyl tarihinde yayınlandı 75 görüntüleme

ბელ მეზონი

ბელ მეზონი

იურისტი

Tiflis Tam zamanlı Hukuk
Oturum açın ve başvurun
₾4000 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია, განხილვა;
  • საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების გაცნობა და რეაგირება;
  • მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;
  • შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
  • კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება.
  • თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
  • HR ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება
  • HR პოლიტიკის და პროცედურების წარმოება ადგილობრივი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა: (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა);
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
  • სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
  • გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00) ანაზღაურება: 4000 ლარი

დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86 ვებ-გვერდი: https://bellemaison.ge/ | https://www.facebook.com/bellemaisontbilisi

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად; "subject"-ში მიუთითეთ "იურისტის" პოზიცია.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბელ მეზონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek