რეზერვი რეგისტრატორი
სს „ვიანი“- ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს რეზერვი რეგისტრატორის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის #8 (ისანი-სამგორის რაიონი). სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; - პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; - დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; - პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება; - მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება; - სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და ჰოსპიტლის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; - უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით; - MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; - სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ოპერატიულობა და მობილიზებულობა; - ინფორმაციის ანალიზისა და გადაცემის უნარი.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ: - ,,იმედი-L”-ის დაზღვევას; - თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს; - ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს; - ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.