9,014 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3GV79AE7 1 Eyl tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

ბი-ემ-ესი

ბი-ემ-ესი

ეტიკეტირებისა და ანოტაციების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1000–1200 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ეტიკეტირებისა და ანოტაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გრ. ხანთძელის N2. სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30 სთ. დასვენება: კვირაში 2 დღე. ანაზღაურება: 1000- 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციაზე სტიკერებისა და ანოტაციების სწორად და ხარისხიანად დაკვრა;
  • პროდუქციის ვიზუალური შემოწმება სტიკერისა და ანოტაციის სიზუსტეზე;
  • სამუშაო პროცესში ხარისხის სტანდარტებისა და ვადების დაცვა;
  • სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაოების შესრულება.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბი-ემ-ესი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek