8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3HCEFE7S 21 Eyl tarihinde yayınlandı 20 görüntüleme

BRG

BRG

პროექტის მენეჯერი სამშენებლო სარემონტო მიმართულებით

BRG Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

"BRG Service" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროექტის მენეჯერი სამშენებლო სარემონტო მიმართულებით.

"BRG Service" სარემონტო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და მაღალი სტანდარტის მომსახურებაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ, პუნქტუალურ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სარემონტო და სამშენებლო პროექტების კოორდინაციას, სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლს, ასევე კლიენტებთან, ბრიგადებთან, კონტრაქტორებსა და მომწოდებლებთან ეფექტურ კომუნიკაციას.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანია ტექნიკური ხედვა და პრაქტიკული აზროვნება, სამუშაო პროცესის გააზრების, შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების დროულად გამოვლენის უნარი.

მზად ვართ, შერჩეულ კანდიდატს ცალკეული მიმართულებების უკეთ ათვისებასა და პროფესიულ განვითარებაში ხელი შევუწყოთ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პრაქტიკულ მხარდაჭერას და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე სამუშაო სისტემებთან და CRM პლატფორმასთან მუშაობას;
  • ორგანიზებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსებითა და სამუშაო საშუალებებით უზრუნველყოფას;
  • კომპანიის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობისა და პოზიციის განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00;
  • სრული განაკვეთი;
  • სამუშაო მოიცავს ოფისში მუშაობას და პროექტის ობიექტებზე რეგულარულ ვიზიტებს;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + წარმატებულ პროექტებზე მიბმული ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სარემონტო და სამშენებლო პროექტების დაგეგმვა და ყოველდღიური კოორდინაცია;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ტექნიკური შეფასება და ხარვეზების დროული გამოვლენა;
  • ბრიგადებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ კომუნიკაცია;
  • პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მითითებით სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროექტების მართვის, სარემონტო, სამშენებლო ან დაკავშირებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ძირითადი პროცესების ცოდნა;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია.

საკვალიფიკაციო უნარები:

  • ტექნიკური ხედვა და შესრულებული სამუშაოს შეფასების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
  • რამდენიმე მიმდინარე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პრობლემების დროულად გამოვლენისა და გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისურ ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
  • CRM ან პროექტების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "პროექტის მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
BRG
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek