8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3WE62THS 21 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

GLI

GLI

ადმინისტრატორი

GLI Dış ilan
Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
₾1000 / ay 22 Eki tarihine kadar başvurun

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

დაიწყე კარიერა "TOURINVEST GROUP"-ში ადმინისტრატორის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად!

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ აპარტამენტებში/სასტუმროში დადგენილი საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მათი ეფექტური განხორციელება
  • სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან;
  • სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

https://brb.ge/ https://www.facebook.com/BoulevardBatumi

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ნ.დუმბაძის ქ.№2
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: საათობრივი, არანაკლებ 1000 ლარისა
  • ზეგანაკვეთურად (40 სამუშაო საათზე მეტი), უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განსხვავებული ტარიფით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
  • ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
  • 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
  • დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/ ან დაგვიკავშირდით +995 511415285

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
GLI
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek