8,959 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3NQVK4R9 25 Ağu tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

პეპელა

პეპელა

დამხმარე კონსულტანტი

პეპელა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.

ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.

დღეს, "პეპელა" 27 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.

პოზიცია: დამხმარე კონსულტანტი

ლოკაცია: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (ცვლებში) ანაზღაურება: ნამუშევარი დღეების რაოდენობის მიხედვით

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილების გარეშე (ადგილზე მოხდება შესწავლა);
  • მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (დამხმარე კონსულტანტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პეპელა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek