ბექ-ოფისის მოლარე- თბილისი / საღამოს ცვლა
სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში.
სამუშაო გრაფიკი : 19:00-03:00 საათამდე
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
- ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;
- გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
- წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;
- ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;
- უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;
- ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;
- აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები: • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; • დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;
- განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, 2026.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.