ქოლცენტრის ოპერატორი
კომპანია "DYSON CAUCASUS" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურებას. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული საშუალება, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.
გვესაჭიროება კადრი რომელსაც აქვს:
- ვერბალური კომუნიკაციის უნარი უმაღლეს დონეზე
- როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი
- დროის მართვის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება
- დაინტერესებულ მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა
- მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება;
- კლიენტების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია არ ჰქონდეს ქოლცენტრში სამუშაო გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი
- უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი
- მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით
- შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია
დამატებითი ინფორმაცია:
- განაკვეთი - სრული, 10:00-19:00
- მოჭრილი ხელფასი პლიუს ბონუსი - 1800 ლარიდან 3500 ლარამდე
- ოფისი მდებარეობს თბილისში, დიღომი.
თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.