8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3SNWTDY4 16 Eyl tarihinde yayınlandı 70 görüntüleme

WATSON Georgia

WATSON Georgia

ვიდეოგრაფი / სტაჟირება

WATSON Georgia Dış ilan
Tiflis Staj Medya / Yayıncılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

Watson იწყებს 3-თვიან სტაჟირების პროგრამას ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

გეძლევა შესაძლებლობა, იმუშაო კრეატიულ გუნდთან, გადაიღო რეალურ პროექტებზე, ჩაერთო სხვადასხვა ტიპის ვიდეოკონტენტის შექმნაში და განივითარო პროფესიული უნარები მედიისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში.

Watson ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.watson.ge/

რას გთავაზობთ: - პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ პროექტებზე; - პროფესიონალებთან მუშაობისა და მათგან სწავლის შესაძლებლობას; - სხვადასხვა ტიპის ვიდეოკონტენტზე მუშაობას; - მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს; - საკუთარი პორტფოლიოს განვითარების შესაძლებლობას; - გუნდში დარჩენის რეალურ შანსს.

ძირითადი მოვალეობები: - ვიდეომასალის გადაღება სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის; - გადაღების პროცესის დაგეგმვასა და მომზადებაში ჩართულობა; - კამერისა და საჭირო ტექნიკის სწორად გამოყენება; - კადრის, კომპოზიციისა და განათების სწორად შერჩევა; - სხვადასხვა ტიპის კადრებისა და ვიზუალური მასალის შექმნა; - გადაღებული მასალის ორგანიზება და დამუშავებისთვის მომზადება; - კრეატიულ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და იდეების განხორციელება; - პროექტების დადგენილ ვადებში შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ვიდეოგრაფიის საბაზისო ცოდნა; - კამერისა და ვიდეოგადაღების ტექნიკის გამოყენების ცოდნა; - კადრის, კომპოზიციისა და განათების საბაზისო ცოდნა; - ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა; - დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.

ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: ნახევარ განაკვეთი.

გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე.

დაგვიკავშირდი, დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
WATSON Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek