ოფის მენეჯერი
"ბიზნეს ჯგუფი" არის ბიზნეს მხარდაჭერის კომპანია, რომელიც ქმნის და ავითარებს ინოვაციურ ქართულ Cloud სისტემას — "MARK4"-ს.
"MARK4" ორგანიზაციებს ეხმარება ბიზნეს პროცესების გამარტივებაში, ავტომატიზაციასა და ეფექტიანობის ზრდაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ ტექნოლოგიები, ბიზნესის განვითარება და პროცესების უკეთ ორგანიზება.
ჩვენი კულტურა ემყარება გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობას, ინტელექტუალურ მიდგომასა და მოქმედებაზე ორიენტირებულობას.
"Mark4" ეძებს ოფის მენეჯერს
ძირითადი მოვალეობები
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
- ოფისისთვის საჭირო ინვენტარის, საკანცელარიო და სხვა მარაგების კონტროლი და დროული შევსება;
- მომწოდებლებთან და სხვადასხვა მომსახურების კომპანიასთან კომუნიკაცია;
- შემოსული ზარების, კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის მართვა;
- სტუმრების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;
- შეხვედრებისა და საოფისე ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- ოფისის ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების დროული იდენტიფიცირება და მოგვარების კოორდინაცია;
- ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მოწესრიგება და ინფორმაციის სისტემატიზაცია;
- კომპანიის შიდა საორგანიზაციო პროცესებში გუნდის მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- ოფისის ადმინისტრირების, ადმინისტრაციულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება სავალდებულოა;
- საოფისე პროგრამების — Word, Excel, Google Workspace და სხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- ტექნოლოგიური სიახლეებისა და ახალი სისტემების სწრაფად ათვისების სურვილი.
რას გთავაზობთ:
- თანამედროვე და ტექნოლოგიურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ, ღია და პროფესიონალ გუნდს;
- შესაძლებლობას, გაეცნოთ თანამედროვე ბიზნეს სისტემებისა და პროცესების მუშაობას;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.