9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

N8M10ESN 2 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

MARK4

MARK4

ბიზნეს სისტემების დანერგვის სპეციალისტი

MARK4 Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

"ბიზნეს ჯგუფი" არის ბიზნეს მხარდაჭერის კომპანია, რომელიც ქმნის და ავითარებს ინოვაციურ ქართულ Cloud სისტემას — "MARK4"-ს.

"MARK4" ორგანიზაციებს ეხმარება ბიზნეს პროცესების გამარტივებაში, ავტომატიზაციასა და ეფექტიანობის ზრდაში. ჩვენი გუნდი მუშაობს Cloud გადაწყვეტილებების, ბიზნეს სისტემების დანერგვისა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით.

ჩვენი კულტურა ემყარება გამჭვირვალობას, ინტელექტუალურ მიდგომას, პასუხისმგებლობასა და შედეგზე ორიენტირებულობას.

ვეძებთ ბიზნეს სისტემების დანერგვის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • "MARK4"-ის პროდუქტების, მოდულებისა და ფუნქციონალის საფუძვლიანი შესწავლა;
  • პარტნიორი კომპანიების არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი სისტემურ გადაწყვეტებად გარდაქმნაში მონაწილეობა;
  • ახალი კლიენტებისთვის "MARK4"-ის დანერგვისა და ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა;
  • პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება და პროცესების შეთანხმება;
  • მომხმარებლებისთვის სისტემის გამოყენების სწავლება, კონსულტაცია და მხარდაჭერა;
  • დანერგვის პროცესში გამოვლენილი საკითხების ანალიზი და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
  • ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს პროცესების, ოპერაციების, ფინანსების, HR-ის, ERP/CRM სისტემების, პროგრამული პროდუქტების დანერგვის, მომხმარებელთა მხარდაჭერის ან სხვა რელევანტურ მიმართულებაში;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • პარტნიორ კომპანიებთან პროფესიული ურთიერთობის წარმართვის უნარი

რას გთავაზობთ:

  • რეალურ და მასშტაბურ ბიზნეს პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • MARK4-ის პროდუქტებისა და ბიზნეს პროცესების მიმართულებით ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას;
  • გამოცდილ მენტორებთან მუშაობას;
  • სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიების ბიზნეს პროცესების გაცნობისა და ანალიზის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების მკაფიო გზას ბიზნეს სისტემებისა და პროცესების მართვის მიმართულებით;
  • მეგობრულ, ღია და ინტელექტუალურ სამუშაო გარემოს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში ველით თქვენს რეზიუმეს.

საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბიზნეს სისტემების დანერგვის სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
MARK4
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek