ქოლ ცენტრის ოპერატორი
აიპლიუსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: „აიპლიუსი“ არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და 2011 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ტექნიკის ბაზარზე საქართველოში.
ქოლ ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი; - მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ან საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან; - ონლაინ გაყიდვებისა და განვადებების მონიტორინგი; - ხარისხის მონიტორინგის მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება; - მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შეფასება და რეპორტინგი; - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) - გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ანაზღაურება: - დღეში ფიქსირებული ანაზღაურება - საშუალოდ 1500 ლარი თვეში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულად.
CVს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „აიპლიუსმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის ვადით. დამსაქმებელს შესაძლებელია თქვენი მონაცემები გამოიყენოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.