ავეჯის ამწყობი
ავეჯის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე
ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელსაც აქვს მზა, ჩამოტანილი ავეჯის აწყობის პრაქტიკული გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- საწყისი ანაზღაურება — 2 000 ლარი. საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. გათვალისწინებულია ბონუსებიც;
- დასვენება — კვირაში 1 დღე;
- საწყობის მდებარეობა — დიდი დიღომი.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში ავეჯის კოდების მიხედვით მოძიება და შეკვეთების მომზადება;
- ავეჯის მომხმარებლის მისამართზე მიტანა და აწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში, ავეჯის შოურუმში აწყობა და განთავსება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება — აუცილებელია;
- ავეჯის აწყობის ტექნიკისა და შესაბამისი ხელსაწყოების ცოდნა;
- სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კანდიდატი საბოლოოდ შეირჩევა გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 599 966 600
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.