8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

4DR4KE7G 18 Eyl tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

ეპიზოდი თბილისი

ეპიზოდი თბილისი

სტუმართა მომსახურების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

სასტუმრო ეპიზოდი შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს , ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სტუმართა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)

ბენეფიტები: - სასტუმროს სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა; - კვება სამუშაო ცვლის განმავლობაში; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - პროფესიული კურსების ხელმისაწვდომ ფასად გავლის შესაძლებლობა;

ფუნქციები და მოვალეობები: - სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება; - სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება; - სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა; - რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრების მაგიდებთან მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა; - თავაზიანობა და კეთილგანწყობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა; - ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ - "სტუმართა მომსახურების სპეციალისტი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ეპიზოდი თბილისი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek