ქოლცენტრის ოპერატორი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
- სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე ან 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
- შრომის ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე, გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
ძირითადი მოვალეობები:
- გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებლებთან.
- პოტენციური მომხმარებლის გადამისამართება გაყიდვების მენეჯერთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი გრაფიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრება არ გაიმართება დისტანციურად. სავალდებულოა დამსაქმებელთან ინტერვიუ სამუშაო ადგილას.
გისურვებთ წარმატებას.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.