8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

4YEXQ0RX 16 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

Basic Elements Solutions

Basic Elements Solutions

დურგალი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 13 Eki tarihine kadar başvurun

Basic Elements Solutions წარმოადგენს 15-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის მოწყობის კომპლექსურ მომსახურებას — პირველადი ტექნიკური დამუშავებიდან საბოლოო ინსტალაციამდე. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროექტის თითოეული ეტაპის მაღალი სტანდარტებითა და სიზუსტით შესრულებას.

ვაცხადებთ ვაკანსიას დურგლის (Carpenter) პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ დურგალს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ხისა და სხვა მასალების კონსტრუქციებისა თუ დეტალების აწყობაზე, დამონტაჟებასა და შეკეთებაზე. კანდიდატი უნდა იყოს დეტალებისადმი ყურადღებიანი, ფლობდეს გაზომვისა და ჭრის სრულყოფილ უნარებს, ასევე ჰქონდეს ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები: - სპეციფიკაციებისა და ნახაზების მიხედვით ხის, ფანერისა და სხვა მასალების გაზომვა, ჭრა, ფორმის მიცემა და აწყობა; - კარ-ფანჯრების, კიბეების, კარნიზებისა და ჩარჩოების დამონტაჟება; - ავეჯის, კარადებისა და ინტერიერის სხვა დეტალების დამზადება-შეკეთება; - დაზიანებული კონსტრუქციებისა თუ ჩარჩოების შემოწმება და ჩანაცვლება; - მექანიკური თუ ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენება (ხერხი, ბურღი, სახეხი აპარატი, ლურსმნის დამჭედი, თარაზო და ა.შ.); - სამუშაოს მოცულობის, საჭირო მასალებისა და შესრულების ვადების წინასწარი გაანგარიშება; - სამუშაო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმებისა და რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - დურგლად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; - ნახაზებისა და ტექნიკური დავალების წაკითხვის უნარი; - სადურგლო ხელსაწყოების, ტექნიკისა და მასალების გამოყენების ცოდნა; - ფიზიკური გამძლეობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციისა და საქმისადმი დეტალური მიდგომის უნარი; - სასურველია პროფესიული განათლება; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Carpenter" კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://bes-me.com აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "BES" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Basic Elements Solutions
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek