Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

502VH1Z0 16 Kas tarihinde yayınlandı 3 görüntüleme

ჰენკელის გაყიდვების მენეჯერი

გორგია Dış ilan
Görüşülür Orijinal ilana devam edin ↗

16 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, ჰენკელის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

მე, გიორგი გოგობერიძე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2011 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიულ დეპარტამენტში. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი გაყიდვების სპეციფიკას, მომხარებელთან კომუნიკაციას, კონკრეტულ კატეგორიაში შემავალ პროდუქციაზე ორიენტირების უნარს და ამ პროდუქციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალებს, კონკურენტების გაცნობა / ბაზრის ანალიზს, 1C პროგრამას. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: ანალიზის და დაგეგმვის უნარები, გუნდურად მუშაობის უნარები, სწორად შეთავაზებების დაგეგმვა და კატეგორიის განვითარების გეგმის შედგენა, პერიოდული რეპორტინგის წარმოება.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ბაზრის შესწავლა, პროდუქციის ასორტიმენტის და უპირატესობების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანგარიშვალდებულ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, მარშრუტის შესაბამისად, ვიზიტის განხორციელება და პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების უზრუნველყოფა;
  • კლიენტთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინუმიმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz